შვედმა მოთხილამურემ იონ ოლსონმა გასაყიდად უნიკალური დატიუნინგებული სუპერქარი Lamborghini Huracan LP 610-4 გამოიტანა, რომელიც მას გასული წლის ოქტომბერში გადაეცა. ავტომობილი 250 000 ევროდ არის შეფასებული, თუმცა, აწყობის ღირებულება მეპატრონის განცხადებით 350 000 ევროს აღწევს.
სუპერქარი, რომელსაც ოლსონი ევროპაში ყველაზე სწრაფ ”ქარიშხალად” მოიხსენიებს, 5,2 ლიტრიანი V10 ძრავით არის აღჭურვილი, აქვს სპორტული გამონაბოლქვის სისტემა, დადაბლებული დაკიდება და საბარგული თხილამურებისთვის სახურავზე, რომლისთვისაც სპეციალური სამაგრი კონსტრუქცია შეიმუშავეს. ძრავი 800 ცხენნის ძალას გამოიმუშავებს, რაც საბაზო ვერსიასთან შედარებით 190 ცხენის ძალით მეტია.
მოთხილამურე ოლსონი აცხადებს, რომ მას ოთხ ადგილიანი ავტომობილი დასჭირდა, ამიტომაც ყიდის თავის Huracan-ს. ავტომობილის გარბენი 3 8800 კილომეტრია, Huracan-ი ახლა მონაკოში იმყოფება.