ევროპელ ტურისტებს ყველაზე მეტად შტატები იზიდავთ. ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატის“ ინფორმაციით, როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ევროპის საზღვრებს სცდებიან – ყველაზე ხშირად სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს აკითხავენ. უფრო ზუსტად კი შტატებში ყოველწლიურად ევროპელ ტურისტთა 2,2% ჩადის. მეორე ადგილზე 1,2%-ით თურქეთი გავიდა და ლიდერთა სამეულს 0,7%-იანი მაჩვენებლით ინდოეთი ასრულებს. თუმცა, აღსანიშნავია რომ ევროპელებს მოგზაურობა ყველაზე მეტად მაინც ევროპაში უყვართ. მაგალითად, გერმანელები, ფინელები და ფრანგები ესპანეთში დადიან, უნგრელები – გერმანიაში, ჰოლანდიელები კი უპირატესობას საფრანგეთს ანიჭებენ.