ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ობობის ქსელისგან თვითმფინავები ააწყონ. ფრანგულმა ავიამშენებელმა კომპანია Airbus-მა და გერმანულმა მწარმოებელმა AMSilk-მა შექმნეს სრულიად ახალი ნივთიერება, რომელიც ხელოვნური ქსელისგან შედგება და ის ხომალდს ბევრად უფრო მსუბუქს გახდის. იმის გამო რომ ქსელი საკმაოდ მოქნილი და მყარია, მისი გამოყენება ფრთების გასამაგრებლად და თვითმფრინავის კორპუსის დასაცავადაა შესაძლებელი. ამასთან მასიური ლაინერი ცოტათი უფრო მსუბუქიც გახდება და ბუნებრივია, საწვავის მოხმარებაც შემცირდება.
უჩვეულო მატერიალის გამოყენებას 2019 წლიდან დაიწყებენ და თუკი ექსპერიმენტი გაამართლებს, ახალ სისტემას აქტიურად დანერგავენ.