ევროპელი მეცნიერები სამეურნეო ნარჩენებზე სოკოს ზრდის ექსპერიმენტს ატარებენ, რათა მომავალში შეიქმნას „ცოცხალი“ სამშენებლო მასალა, რომელიც გარემოსთან ადაპტირდება და დაზიანების შემთხვევაში – თვით აღდგენას შეძლებს. სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური საიტი წერს.
სოკოს მიცელიუმის გამოყენებით შენების იდეა ახალი არ არის. მიცელიუმი – სოკოს ძაფისებრი ფესვთა სისტემა – ბუნებაში ქმნის რთულ ქსელებს, რომლებიც მას ისეთ მასალებს ამსგავსებენ, როგორიცაა პლასტმასა, ქაფი ან ტყავი. განსხვავებით ძველი მეთოდებისგან, თანამედროვე მეცნიერები მიცელიუმს არ ანადგურებენ, არამედ ზრდის საშუალებას აძლევენ უკვე მზა სამშენებლო სტრუქტურებში.
სოკოს ზრდის კონტროლი შესაძლებელია სინათლისა და ტემპერატურის მეშვეობით, რაც მასალას აჩერებს ან აძლევს სიგნალს კვლავ გაიზარდოს. ინოვაციური მიდგომა მრავალ უპირატესობას იძლევა:
• მიცელიუმი შეძლებს შენობების ბზარებში „გაზრდას“ და მათ აღდგენას;
• ადაპტირდება სტრესულ გარემო პირობებთან, როგორიცაა გვალვა ან მაღალი ტემპერატურა;
• მდგრადია კლიმატის ცვლილებების მიმართ.
მეცნიერთა შეფასებით, ასეთი მასალების განვითარებამ შესაძლოა დროთა განმავლობაში ბეტონისა და ფოლადის საჭიროება შეამციროს.