LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 8 ქვეყანა და 32 ქალაქი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

106
მარკეტინგულ კამპანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მრავალმხრივ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

მთელი წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე ბიზნეს თანამშრომლობის დამყარებას.

ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარე რეკლამებს, ე.წ. როუდშოუებსა და 8 მსხვილ ღონისძიებაში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც ევროპის 32 ქალაქს დაფარავს.

კამპანია ასევე მოიცავს გაცნობით და ინფლუენსერების ტურებს საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g