LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატის ახალი საფრთხე: ტერორისტები უსაფრთხოების სამსახურში შედიან

6

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გახსნამდე, საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა კერძო დაცვის ორგანიზაციების 3500 თანამშრომელი შეამოწმა, ვინც სურვილი გამოთქვა „ევრო-2016“-ის უსაფრთხოების სამსახურში ემუშავა.
შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებიდან 82 პირი იმ მონაცემთა ბაზაშია აღრიცხული, ვინც მზადაა დაარღვიოს სახელმწიფო უსაფრთხოება ან ჩაიდინოს ტერორისტული აქტი. ამის შესახებ გამოცემა „Le Point“.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში, ტურნირის მსვლელობისას უსაფრთხოების დასაცავად 85 ათასი ადამიანია ჩართული. 2015 წლის 13 ნოემბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ საფრანგეთში ტერაქტები განახორციელა, რასაც 120 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები