LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაფრინდებით: მფრინავები იფიცებიან

20

ევროპის ჩემპიონატის დაწყების დროს ავიაკომპანია Air France-ის მფრინავები გაფიცვას გამოაცხადებენ.

როგორც პროფკავშირი SNPL აცხადებს, გაფიცვა 11-დან 14 ივნისამდე გაგრძელდება.

პროფკავშირები იმუქრებიან, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება.

შიშობენ, რომ ივნისიდან ამოქმედებული ზომების გამო Air France მფრინავების სამსახურიდან დათხოვნას დაიწყებს.

Air France-ის მფრინავებმა ბოლო გაფიცვა 2014 წლის სექტემბერს გამართეს, მაშინ პროტესტი ორ კვირას გაგრძელდა.

ამჟამად საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები, დემონსტრაციები და გაფიცვები მიმდინარეობს. პროფკავშირები შრომით კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც, მათი მოსაზრებით, დასაქმებულთა უფლებებს ზღუდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები