ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მღვიმე იოგისთვის გაიხსნა. ტოსკანური სპა-კურორტის Grotta Ciusti-ს სტუმრებს ამიერიდან უნიკალური თერმული იოგის გამოცდის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, სასტუმროს სპეციალური შეთავაზება წყალქვეშა ცურვის გაკვეთილს და მიწისქვეშ მდებარე ულამაზესი ტბის დათვალიერებასაც გულისხმობს. ბუნებრივია, ამ დროს ტურისტებთან ერთად გამოცდილი ინსტრუქტორებიც იქნებიან და უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ.
რაც ყველაზე საინტერესოა, კურორტის სპეციალური შეთავაზება სასტუმროში დარჩენას და რომანტიკულ ვახშამსაც გულისხმობს. მღვიმის იოგის ღირებულება 300 ევროა და ის ფაქტი, რომ კურორტის პირველი მფლობელი ცნობილი პოეტი ჯუზეპე ჯუსტი იყო, დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.