LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა, ეს არის ისტორიული ფაქტი და შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

118
----2024-02-24_21-42-57_058686-1024x576

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2024-2029 წლების კომისიის საქმიანობის პირველი 100 დღეს შეაფასებისას ხაზი გაუსვა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe), რომლის ღირებულებაც 800 მილიარდ ევროს შეადგენს.

მისი თქით, გეგმას ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს.

„ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება – კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში.

მიმდინარე კვირამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოუტანა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe) – 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი. მთელი ძალით წავწევთ წინ REARM Europe-ის გეგმას. მის უკან მდგომი იდეაა: ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სრული პოტენციალი კონკრეტული საფრთხეების წინაშე და თუ შევძლებთ გავერთიანდეთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია ან კანადა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g