LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსისთვის სამი ესტონური ქალაქი იბრძოლებს

48

ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსისთვის სამი ესტონური ქალაქი იბრძოლებს. პიარნუმ, ტარტუმ და ვილიანდიმ შესაძლოა საპატიო წოდებისთვის განაცხადი ერთობლივად წარადგინონ და კულტურული დედაქალაქად სამივე ერთად დასახელდეს. თუკი დასახლებები შეთანხმებას შეძლებენ, მსგავსი რამ ევროპის ისტორიაში პირველად მოხდება. ინიციატივის ავტორი პიარნუს მერი გახდა და ის დარწმუნებულია, რომ ესტონეთის კულტურის წარმოჩენას ქალაქები ერთად უკეთ შეძლებენ. უფრო ზუსტად – პიარნუს ვიზიტორებისთვის 11 ათას წლიანი ისტორიის ჩვენება, ტარტუს – ინტელექტუალური მემკვიდრეობის წარმოდგენა, ვილიანდის კი ფოლკლორისა და ხალხური ტრადიციების დემონსტრირება შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები