ესპანეთის პოპულარულ დანიშნულებას, კანარის კუნძულებს შესაძლოა მასშტაბური ტყის ხანძრები დაემუქროს. როგორც Daily Mail წერს, ევროპის ულამაზესი კურორტის ხელისუფლებამ ტურისტები წინასწარ გააფრთხილა.
კერძოდ, საუბარია ტენერიფეს, გრან-კანარიის, ლა-პალმის, ლა-გომერას და ელ-იეროს კუნძულებზე. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თუ დანიშნულების სტუმრებმა უსაფრთხოების წესები კიდევ უფრო მეტად უნდა დაიცვან და მაქსიმალური სიფრთხილეც გამოიჩინონ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლის აგვისტოში ტენერიფეზე ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი დაფიქსირდა. 15 ათასი ჰექტარი დაიწვა და 26 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.