LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქვეყნები ტურისტების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ – ახალი აკრძალვების სია

103
marcelo-rangel-t3Gu-VEU7mY-unsplash

წელს ევროპის ქვეყნებში თითქმის 750 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა – ძირითადად საკურორტო ზონებში. არდადეგებზე ჩასული ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობამ ბევრ კურორტს აიძულა, ტურისტების რაოდენობის კონტროლი გაემკაცრებინა და ახალი ზომები შემოეღო.

მაგალითად, მალიორკის დედაქალაქ პალმა-დე-მალიორკაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აკრძალულია ტურისტებისთვის ბინებისა და სახლების გაქირავება. ასევე, აღარ შეიძლება ახალი ჰოსტელების აშენება ან არსებული შენობების გადაკეთება.

რადგან პალმის პორტი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, ქალაქის ხელისუფლებამ აკრძალა ხმაურიანი წვეულებები მუსიკითა და ალკოჰოლით. ეს გართობა განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში, თუმცა ადგილობრივები წლების განმავლობაში ჩიოდნენ ხმაურსა და მთვრალ ტურისტებზე.

კანარის კუნძულებზეც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, მიუხედავად უკვე მოქმედი შეზღუდვებისა.

მხოლოდ 2025 წლის აგვისტოში კუნძულებს 1,23 მილიონი ტურისტი ეწვია, ხოლო წლის დასაწყისიდან – 10 მილიონზე მეტი. იმის გათვალისწინებით, რომ კანარებზე სულ 2,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თითოეულ ადგილობრივზე საშუალოდ ხუთი ტურისტი მოდის.

2026 წლიდან კანარებზე იმოქმედებს „ეკოლოგიური გადასახადი“ – 25 ევრო თითო ვიზიტზე.
კუნძულებზე უკვე მოქმედებს მაღალი ჯარიმები საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მოხმარებისთვის, ასევე აკრძალულია პლაჟებზე მოწევა.

ბასკეთის ქალაქ სან-სებასტიანში ახალი წესები 2026 წლის ივნისიდან ამოქმედდება: პლაჟებზე მოწევა აიკრძალება, ძაღლების გაყვანა კი მხოლოდ საღამოს 9-დან შუაღამემდე იქნება ნებადართული. გარდა ამისა, ხმაურის გამო შესაძლოა მუსიკის ხმამაღლა მოსმენაც აიკრძალოს.

პორტუგალიის კურორტმა ალბუფეირამ 150-დან 1800 ევრომდე ჯარიმები დააწესა -ქუჩებში დატოვებული სუპერმარკეტის ეტლებისთვის, პლაჟზე ბარბექიუს მოწყობისთვის და ზედმეტი ხმაურისთვის.

ოქტომბრიდან საბერძნეთის პლაჟებზე ნიჟარებისა და ქვების შეგროვება აიკრძალა -მათ ქვეშ პატარა მწერები და ბაყაყები ბინადრობენ, რომელთაც ადამიანები სახლებს უნგრევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები