LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქალაქშია ყველაზე საშინელი საცობი

56

ევროპაში ყველაზე საშინელი საცობები ბელგიაშია. კომპანია „Inrix”-ი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემით დაინტერესდა და იმ ქვეყნების რეიტინგიც შეადგინა, სადაც მოძრაობა ზედმეტად გადატვირთულია. ლიდერთა სამეულში კი ბელგია, ჰოლანდია და გერმანია მოხვდნენ. ამ ქვეყნების მოსახლეობა საცობში სხვებზე მეტ დროს ატარებს. მაგალითად, საშუალო სტატისტიკური ბელგიელი საცობში წელიწადში 44 საათს ატარებს. ჰოლანდიელთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 39 საათი, გერმანელებისთვის კი 38 საათია. ხოლო, თუკი ამ საათებს სამუშაო დროის ანაზღაურებას შევადარებთ, მაშინ ეს ადამიანები წელიწადში ათასობით ევროს კარგავენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები