LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭო – ირაკლი კობახიძემ ალენ ბერსეს განუცხადა, რომ “შეცვლილი გარემოებების გამო” საქართველოს მთავრობას აღარ სურს “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა

264
ალენ ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი “უცხოურ გავლენის შესახებ” კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის უარზე შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 3 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს “უცხოური გავლენის შესახებ” კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ესაუბრა.

აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. 20 იანვარს ევროპის საბჭოს სამდივნომ წერილი გააგზავნა, რომელშიც ოფიციალურად მოითხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა. აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

განცხადების თანახმად, ორშაბათის, 3 თებერვლის კი სატელეფონო საუბრის დროს, კობახიძემ განაცხადა, რომ “შეცვლილი გარემოებების გამო” საქართველოს მთავრობას აღარ სურს “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული.

“გენერალურმა მდივანმა დიდი შეშფოთებით აღნიშნა საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილება. მან ასევე თავისი შეშფოთება გაიმეორა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციაზე. ახლა მიზანი ახალი ვითარების გავლენის შეფასებაა, რომლებიც მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ოფიციალურ პირებთან დიალოგი მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოთხი ოპოზიციური გაერთიანების განცხადება: ალენ ბერსეს პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას..მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს, განსახილველად დააყენოს ბერსეს თბილისში ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერების საკითხი

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – გიორგი გახარია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე

რატი იონათამიშვილი: „რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალენ ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g