ედენ აზარი, ალეკსანდრ ლაკაზეტი და ჰარი მაგუაირი თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, რომელიც ევროპის წამყვანი ჩემპიონატების მიხედვით შეადგინეს და სადაც ცოტა უცნობი ბიჭებიც აღმოჩნდნენ.
გუნდის სრული შემადგენლობა ასეთი გამოვიდა:
მეკარე: ჰარტი (ვესტ ჰემი)
მცველები: მონიე (პსჟ), მაგუაირი (ლესტერი), ბარტრა (ბეტისი), ნაჩო (ვალიადოლიდი)
ნახევარმცველები: მესი (ბარსელონა), კაბელია (სენტ ეტიენი), ნეიმარი (პსჟ), აზარი (ჩელსი)
თავდამსხმელები: ლაკაზეტი (არსენალი), რონალდო (იუვენტუსი)
როგორც ხედავთ, ინგლისის პრემიერლიგიდან 4 მოთამაშე მოხვდა, ესპანეთიდან – 3 ფეხბურთელი. საფრანგეთს პსჟ-ს ორი წევრი და ერთიც „სენტ ეტიენელი“ წარმოადგენს, იტალიას კი მხოლოდ ერთი კაცი ყავს და ისიც რა კაცი. აი გერმანული ბუნდესლიგა კი ხელმოცარული დარჩა.