LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის წამლის სააგენტო“ და ჯანმო “ასტრაზენეკას” უსაფრთხოებაზე ერთობლივად იმსჯელებენ

108
astrazeneca

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთხოებაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და „ევროპის წამლის სააგენტო“ დღეს, სპეციალურად მოწვეულ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას,  BBC ავრცელებს. 

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც COVID- 19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის გამოყენება ევროპის არაერთმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა, რადგან რამდენიმე ათეულობით აცრილ ადამიანს თრომბის პრობლემა გაუჩნდა, ზოგიერთი კი გარდაიცვალა.

რამდენად საშიშია ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა, მაშინ როცა ევროპის 5-მა ქვეყანამ მისი გამოყენება შეაჩერა – კულუმბეგოვის განმარტება

ამ ქვეყნების ჩამონათვალს შორის არიან: დანია, ნორვეგია, ისლანდია, ბულგარეთი, ირლანდია, ნიდერლანდი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია.

აცრის შემდეგ თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს სწავლობს „ევროპის წამლის სააგენტოც.“ მათივე ცნობით, რომელიც ასეთი შემთხვევების რაოდენობა მცირეა. აღნიშნულ ინფორმაციას “ევროპის წამლის სააგენტოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

“ევროპული სააგენტოს” განმარტებით, ყოველწლიურად ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზით თრომბი ათასობით ადამიანს უჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციასა და თრომბს შორის უშუალო კავშირი ამ დრომდე დადგენილი არ არის, „ევროპის წამლის სააგენტოს“ ექსპერტები დეტალურ კვლევას განაგრძობენ. მონაცემთა შესაჯამებლად, 18 მარტს, სააგენტო რიგგარეშე სხდომას გამართავს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინაციასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირს ამ ეტაპზე ვერ ხედავს და მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება განაგრძონ.

“ასტრაზენეკას” თავიდანვე შეექმნა პრობლემები ევროპაში, ამერიკა კი ელოდება FDA ვერდიქტს ვაქცინის დაშვებასთან დაკავშირებით: ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული