LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე დიდი რკინიგზის სადგური კიდევ უფრო დიდი გახდება

129

ევროპის ყველაზე დიდი რკინიგზის სადგური კიდევ უფრო დიდი გახდება. პარიზის სადგური Gare Du Nord უკვე წლებია რაც ყველაზე დიდი სადგურის წოდებას ატარებს, 2024 წლისთვის კი კომპლექსის ზომა 3-ჯერ გაიზრდება. Gare Du Nord-ის შენობა მთლიანად განახლდება, თუმცა მე-19 საუკუნის სტილი ბოლომდე იქნება დაცული. ახალი სადგურის ყველაზე უჩვეულო სიახლე კი პარიზის სახურავების მარშრუტი და სპორტული ობიექტები გახდება.

საინტერესოა, რომ მსგავსი ინიციატივა არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საფრანგეთში პირველად განხორციელდება. სადგურის მოედანზე დასასვენებელი „მწვანე“ ზონებიც გაშენდება, ელექტრო სისტემები კი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე იმუშავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები