ტურისტულმა გამოცემა Big 7 Travel-მა ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქების სია გამოაქვეყნა. TOP-10-ში პირველ ადგილზე ლონდონია. თავად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად კი ბიგ-ბენი, “ლონდონის თვალი” და ბუკინგემის სასახლე დასახელდა.
რაც შეეხება TOP-10-ში მოხვედრილ სხვა ევროპულ ქალაქებს, ესენია: პარიზი, რომი, პრაღა, ამსტერდამი, ბარსელონა, მილანი, ვენა, ვენეცია, მადრიდი.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე მონახულებადი 10 ქალაქიდან საქართველოს 8 ქალაქთან პირდაპირი ავიამიმოსვლა უკვე აქვს.