LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ

62

29 ივნისს ქართული კლუბები ევროპა ლიგაზე ასპარეზობს დაიწყებენ.

“ჩიხურა” და ბათუმის “დინამო” საშინაო მატჩებს ითამაშებენ, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს.

ქუთაისელები “ტრენჩინს” სლოვაკეთში ესტუმრებიან, სტადიონ “მესტსკიზე” შეხვედრა თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი ქუთაისში 6 ივლისს გაიმართება.

ქუთაისის სტადიონს გამოიყენებს საშინაო შეხვედრის გასამართად ბათუმის “დინამო”, რომელიც პოლონურ “იაგელონიას” 20:00 საათზე მიიღებს. პოლონეთში გასამართი განმეორებითი მატჩი 6 ივლისს შედგება.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთი შეხვედრა, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს “ჩიხურასა” და ავსტრიულ “ალტახს” შორის 29 ივნისს ჩატარდება. “დინამო არენაზე” თამაში 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ამ წყვილშიც 6 ივლისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები