LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება

19

“საქართველოში ევროპულ მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება” – ამის შესახებ ინფორმაცია ,,ფორტუნას’’ ევროპული ავტომობილების იმპორტიორ კომპანია ,,ბეერცეს’’ წარმომადგენელმა მიაწოდა.

მათი განცახდებით, ბოლო პერიოდში ევროპული მანქანები იაპონური და ამერიკული ავტომობილების კონკურენტად იქცა და მასზე გაყიდვების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. კომპანია ,,ბეერცეს’’ წარმომადგენელი ამ ფაქტს ორი მიზეზით ხსნის.

,,ევროპული მეორადი ავტომობილები მაღალი ხარისხისაა და ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. იმის გათვალისწინებით, რომ მანქანებს ევროში ვყიდულობთ ფასები არ გაგვიზრდია და ამას შედეგი უკვე მოყვა მოთხოვნა იზრდება’’- აცხადებენ ,,ბეერცეში’’.

,,ბეერცე’’ ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ შემოვიდა და მეორადი ავტომობილების იმპორტსა და რეალიზაციას ახდენს. კომპანია ამ დროისთვის საკუთარ კილიენტებს უნიკალურ სერვის ,,მანქანის გასცვლას’’ სთვაზობს.

,,ეს არის ექსკლუზიური შეთავაზება. ჩვენ ვყიდულობთ კლიენტისაგან ძველ ავტომობილს და გადახდილ თანხას ისევ მას ვუბრუნებთ. აღნიშნული თანხით ჩვენი მომხმარებელი ,,ბეერცეს’’ ავტოპარკიდან ახალ ავტომობილს ყიდულობს და მხოლოდ სხვაობას იხდის. ’’- განუმარტეს ’’ფორტუნას’’ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები