LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული ქვეყნის 47 წლის პრინცესა ჯარში წავიდა

125
owl_detail_620_c1d918b0469b75711de01ca868f3c1b3

შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავის ქალიშვილი, პრინცესა ვიქტორია, ჯარს შეუერთდა. ამის შესახებ People იუწყება.

47 წლის ევროპული ქვეყნის ტახტის მემკვიდრემ ოფიცრებისთვის სპეციალური მომზადების კურსი 19 აგვისტოს დაიწყო. შვედეთის სამეფო ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცესა ვიქტორია გადიოდა ტრენინგს, რათა „სამხედრო მეცნიერების, ტაქტიკისა და სტრატეგიის უფრო ღრმად შეეცნო “.

„ეს ტრენინგი არის პრინცესას მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააფართოვოს საკუთარი ცოდნა სახელმწიფოს მეთაურის მომავალი მისიისთვის მოსამზადებლად“, – ნათქვამია პრესრელიზში.

პრინცესა ვიქტორია კარლ XVI-სა და დედოფალ სილვიას უფროსი ქალიშვილია. 2003 წელს მან დაასრულა საბაზისო სამხედრო მომზადება, ხოლო 2022 წელს ხელახლა გადამზადდა სამხედრო საქმეებში, რათა „განაახლოს ადრე მიღებული ცოდნა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები