LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველოს” სიის მე-4 ნომერმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

67
არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის არჩეულმა წევრმა და “ევროპული საქართველოს” სიის მე-4 ნომერმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოუდგენელი სულისკეთებისაა, რომელიც პოლიტიკოსებს მათი სულისკვეთების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.

ახვლედიანი ფიქრობს, რომ “ევროპული საქართველო” უახლოეს პერიოდში დოკუმენტს ხელს მოაწერს, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდება

“რაც აქამდე გააკეთა ოპოზიციურმა ერთობამ ეს არის უპრეცედენტო რამ საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მივიღეთ წარმოუდგენელი სულისკვეთების დოკუმენტი შარლ მიშელისგან, დადასტურებული ევროკავშირის მიერ. ახლა ეს გვაძლევს შესაძლებლობას პოლიტიკოსებს, რომ სულისკვეთება რეალიზდეს და რეალიზდეს იმაში, რომ საქართველოში ხვალ თუ არა ზეგ დასრულდეს პოლიტიკოსების პარპაში. მე არ მინდა ვიყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პარპაშობს, ვინც იქ მიდის, როგორც ღუმელთან, ვისაც უნდა ხელის მოთბობა – არ მინდა, მომბეზრდა! მე ყველასთან ერთად მივდივარ იქ, რომ ამისთვის ვიბრძოლო, მაგრამ არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით, რომ დავასრულოთ ეს მარაზმი ქვეყანაში.

“ევროპული საქართველო”, რომლის სიითაც მე გავედი, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობაში, რატომ? – იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ რომ რაც აქამდე იყო, ის ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი, რომლის გარანტია არის ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები“, – განაცხადა ახვლედიანმა.

magti 5g