LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულმა კომისიამ საერთაშორისო ავიაკომპანიების „შავი სია“ განაახლა

32

ევროპულმა კომისიამ საერთაშორისო ავიაკომპანიების „შავი სია“ განაახლა. შეგახსენებთ, რომ ამ სიაში მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ ავიაგადამზიდს ევროპაში ფრენის უფლება აღარ ექნება, მიზეზი კი საერთაშორისო სტანდარტებისა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა.

ახალ სიაში კი 18 ქვეყნის 193 ავიაკომპანია მოხვდა. ყველაზე მეტი „არასანდო“ ავიაკომპანია აფრიკაში მდებარეობს. გარდა ამისა, ლიდერთა პოზიციებს იკავებენ ირანისა და ერაყის ნაციონალური ავიაგადამზიდებიც.

საინტერესოა, რომ გასულ წელს „შავი სია“ უფრო დიდი იყო და 20 ქვეყნის 203 კომპანიას აერთიანებდა.

ექსპერტთა შეფასებით, სიის შემცირება ძალიან პოზიტიური სიგნალია და იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთმა ავიაგადამზიდმა შენიშვნები გაითვალისწინა და დარღვევებიც აღმოფხვრა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები