LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეზუგბაია: ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უნობია

73
BeFunky-collage (1)

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილია. 7-დან 3 ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, მიმდინარეობს კონტაქტებისა და წყაროს კვლევა.

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში 240 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა კი 81,8 %,-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 9-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 987 მიაღწია.

magti 5g