მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში Galaxy S7-ისა და S7 Edge უკვე გამოჩნდა, კომპანია Samsung-მა ბოლომდე არ გვაჩვენა მისი ყველა ფლაგმანი. მწარმოებლის საფინალო აკორდი Note 7 იყო, რომლის ოფიციალური ფოტოები გუშინ გავრცელდა.
ევან ბლასსმა გამოაქვეყნა მოწყობილობის ოფიციალური ფოტოები. ტრადიციისამებრ, ინსაიდერებმა ფოტო Twitter-ის ოფიციალურ გვერდებზე განათავსეს.
Galaxy Note 7 შესრულებულია Samsung-ის უკანასკნელი ფლაგმანების სტილში: წინა და უკანა მხარეები გადაწყვეტილია მინისა და მეტალის მატერიალით.
რენდერზე არაა აღნიშნული ფრონტალური კამერისა და ლინზის მახასიათებლები.
Samsung-ი გამოუშვებს ფაბლეთს შავ, ვერცხლისფერ და ღია ლურჯ ფერებში. ფასები აღნიშნული ფაბლეტისა კი სტანდარტულად მაღალია. ევროპის მარკეტისთვის შეადგენს 799 ევროს.