LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ Samsung-ის სმარტფონი, რომელიც Tesla Cybertruck-ის სტილშია შესრულებული

131
samsung

Caviar-მა გამოუშვა სმარტფონი Samsung S24 Ultra, რომელსაც Tesla Cybertruck-ის დიზაინი აქვს. თუ ზუსტად რა მასალა გამოიყენა კომპანიამ, არ ზუსტდება, თუმცა ახალი კორპუსის მქონე ტელეფონის შეძენის მსურველებს 6 000 დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ. შედარებისთვის, ჩვეულებრივი ვიზუალის S24 Ulta მხოლოდ 1600 დოლარი ღირს.

კუთხოვანი Samsung კოლექცია Future-ს ნაწილი გახდება, რომელიც პიკაპი Tesla Cybertruck-ის და Apple Vision Pro-ს სათვალეების ფლობასაც გულისხმობს.

სმარტფონი „სწორხაზოვანია, სუფთა მეტალისგანაა დამზადებული, გეომეტრიული კორპუსი და Cybertruck-ის ფარების ელფერი აქვს“, აღნიშნავენ Caviar-ში. განახლებული S24-ის კორპუსი ელექტრო პიკაპის ზედხედის იმიტაციას ქმნის, მის კუთხოვან სახურავს, კაპოტის ფორმას და ფარების წითელ ფერს იმეორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები