LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაბრეგასი: ეს გამარჯვება ჩვენი აღზევების დასაწყისია

50

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსიმ”  თელავივის “მაკაბის” უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

მატჩის შემდგომ ”არისტოკრატების” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა კომენტარი გააკეთა. 28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 1 ასისტი გააკეთა.

“როცა “ჩელსიში” თამაშობ და რამდენიმე თამაშს აგებ, ხალხი ნერვიულობას იწყებს და ეს, რა თქმა უნდა, გადაეცემა ფეხბურთელებს.

ჩვენ დიდი კლუბი ვართ და ისევე, როგორც ნებისმიერ ასეთ კოლექტივს, წარმეტებული შედეგები გვჭირდება, იმედი მაქვს, ეს ჩვენი აღზევების დასაწყისია”. – ფაბრეგასის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ჟურნალისტებს გუნდის მცველი გარი კეჰილიც ესაუბრა.

“ეს ნამდვილად შეგვმატებს თავდაჯერებულობას. ვიცოდით, რომ გამარჯვება გვჭირდებოდა და საოცრად ვითამაშეთ” , – თქვა კეჰილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები