სოციალური მედიის გიგანტი FACEBOOK ახალი პოლიტიკის მიხედვით, კრიპტოვალუტების, ბინარული ოფციონებისა და ICO-ს რეკლამების განთავსებას კრძალავს.
ამის შესახებ პროდუქტების მენეჯმენტის დირექტორმა, რომ ლეთერნმა ბლოგ პოსტში დაწერა.
როგორც ის განმარტავს, მსგავსი ტიპის განცხადებებს მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეჰყავს.
„ადამიანებმა Facebook-ის სარეკლამო განცხადებებიდან ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შესახებ უნდა გაიგონ და არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ ეს არის თაღლითობა და ტყუილი“, – ნათქვამია ბლოგ-პოსტში.
Facebook-ში განმარტავენ, რომ ბევრი კომპანია, რომელიც ბინარული ოფციონების, ICO-სა და კრიპტოვალუტების რეკლამას აკეთებს, არაკეთილსინდისიერად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ “ფეისბუქმა” სიახლეების ზოლის პოლიტიკა ცოტა ხნის წინ შეცვალა.