სოციალურ ქსელ Facebook-ს ახალი ფუნქციები დაემატა. ამიერიდან, მოწონებების გარდა, ამა თუ იმ სურათსა და პოსტზე შესაძლებელია სხვადასხვა რეაქციებიც გამოხატოთ, ესენია: სიყვარულის (Love), აღფრთოვანების (Wow), გაბრაზების (Angry), მოწყენის (Sad ) და ა.შ.
სიახლე თავდაპირველად ესპანეთსა და ირლანდიაში გამოჩნდა, 24 თებერვლიდან კი ახალი ემოციები ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოსთვის გახდა.
იმის შესახებ, რომ Facebook-ს ახალი რეაქციები ემატებოდა, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან გახდა ცნობილი, თუმცა მარკ ცუკერბერგმა ბოლო წუთამდე არ გაამხილა, რა სიურპრიზს უმზადებდა მომხმარებლებს.