LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook- ის მომხმარებელთა რიცხვმა მილიარდ ნახევარს გადააჭარბა

30

მესამე კვარტალში Facebook–ზე  დარეგისტრირებული ადამიანების რიცხვი 60 მილიონით გაიზარდა. დღეს ტელეკომპანიამ ВВС მონაცემები წარმოადგინა, 30 ოქტომბრისთვის Facebook მომხმარებლების საერთო რიცხვი 1,55 მილიარდია. ეს მონაცემები ყოველ თვე დგინდება.

ამერიკელების მიერ ინტერნეტზე დახარჯული დროის 20% Facebook-სა და Instagram-ზე მოდის, ადმინისტრაციის განცხადებით, სექტემბრის თვეში სოც-ქსელიში მობილური ტელეფონებით შესვლამაც იმატა 27%-ით და შეადგინა 894 მილიონი ადამიანი.

Facebook-ზე ვიდეოების ნახვები დღეში 8 მილიარდს ითვლის, აუდიტორია კი 500 მილიონ ადამიანს შეადგენს. გაიზარდა შემოსავალიც 45,4 პროცენტით, რაც 4,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები