Facebook-მა პრორუსულ და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა – ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ავრცელებს.
„უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“.
ფოტო, ვიდეო: უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.