LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაეტონის პატრონს ვუთხარი: “გთხოვთ, გამორთეთ რუსული სიმღერები… მოვემზადე, რომ გამლანძღავდნენ” – ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე ბაკურიანში გადახდენილ ამბავზე წერს

13219
qetitutberidze

ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე დღეს გადახდენილ ამბავზე წერს. როგორც თუთბერიძე ჰყვება, ბაკურიანში ფაეტონის პატრონს რუსული მუსიკის გამორთვა სთხოვა და გაოცდა, როცა მანაც გაითვალისწინა მითითება.

“დღეს საღამოს ბაკურიანში, სასტუმრო “ბაკურიანი INN”-ის მოპირდაპირე მხარეს ტურისტებისთვის ფაეტონი იდგა და რუსული იაფფასიანი მუსიკა ისმოდა. რამდენიმე წამიანი ყოყმანის მერე მივედი და ფაეტონის პატრონს ვუთხარი: “დიდი ბოდიში, შეიძლება იფიქროთ, რომ ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ძალიან გთხოვთ, გამორთეთ რუსული სიმღერები, აგვისტოს ომის 14 წლისთავია და სხვა მუსიკით შეცვალეთ, ოკუპანტის ამ იაფფასიან სიმღერებს ნუ ასმენინებთ ხალხს-თქო”. მოვემზადე, რომ გამლანძღავდნენ და მეც საპასუხოდ გამოლანძღვა მომიწევდა, მაგრამ გავოცდი, როცა ამ კაცმა მუსიკა გამორთო და მითხრა, ბოდიში, მაგაზე არც დავფიქრებულვარ, რა კარგია, რომ მითხარითო. არ ვიცი, ეს დროებითი იყო თუ არა, მაგრამ ზოგჯერ ჩხუბის გარეშეც შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ. ირგვლივ 10-მდე ადამიანი იდგა, შთაბეჭდილება დამრჩა, ვიღაც მობილურით ვიდეოს გვიღებდა. არ ვიცი, ამ ვიდეოს ჩემი “ქსენოფობიის” სამხილად გამოიყენებენ თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორად მოვიქეცი”, – წერს ჟურნალისტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები