LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერი” კოვიდ-19-ის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას სხვებსაც აძლევს

165
ფაიზერი-780x470

ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“, საკუთარი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას, გაეროს მიერ მხარდაჭერილ სხვა მწარმოებლებსაც აძლევს. ეს ნაბიჯი აბებით მკურნალობის საშუალებას მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მისცემს.

როგორც „ფაიზერში” აღნიშნავენ, მწარმოებელი ანტივირუსული აბებისთვის ლიცენზიას ჟენევაში დაფუძნებულ მედიკამენტების საპატენტო ფონდს გადასცემს, რაც წამლების მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს, აბები 95 ქვეყანაში გამოყენებისთვის აწარმოონ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს.

რამდენიმე კვირის წინ კომპანია „ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვს თითქმის 90%-ით ამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g