LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” მესამე დოზა “დელტა” შტამისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის​: კომპანიის ანგარიში

11181
1

“ფაიზერის” ვაქცინის მესამე დოზა ე.წ. “დელტა” შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის”, – ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ ამის შესახებ გუშინ განაცხადა და შესაბამისი ანგარიშიც წარადგინა. 

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზა “დელტა”, ანუ ინდური შტამის გამანეიტრალებელ ტიტრებს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

წარდგენილი მონაცემების მიხედვით, კოვიდვაქცინის მესამე დოზის მიღების შემთხვევაში, იმ ანტისხეულების დონე, რომლებმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს “დელტა” შტამს, ხუთჯერ იზრდება 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში.

ამავე მონაცემებით, მესამე დოზის მიღების შედეგად, 11-ჯერ იზრდება ანტისხეულების დონე 65-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებში.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მონაცემები 23 ადამიანის ტესტის პასუხებს მოიცავს.

როგორც აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, ამ დროისთვის არსებული კოვიდვაქცინები კარგად იცავს ყველა გავრცელებული ვარიანტისგან.

ანგარიშის წარდგენის დროს, “ფაიზერის” მსოფლიო კვლევების ხელმძღვანელმა დოქტორმა მაიკლ დოლსტენმა, ახალ მონაცემებს გამამხნევებელი უწოდა.

“ორჯერადი ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ მესამე დოზის მიღება, წინასწარი მონაცემებით და ცდისპირთა დაკვირვებით, გაზრდის გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრებს 100-ჯერ. ეს წინასწარი მონაცემები ძალიან გამამხნევებელია, რადგან “დელტა” შტამი გავრცელებას განაგრძობს”, – თქვა დოლსტენმა.

მეცნიერების განმარტებით, მესამე, ე.წ. “ბუსტერული” დოზის გაკეთება მიზანშეწონილია 6 თვის შემდეგ, მაშინ, როდესაც ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა იკლებს. მესამე დოზა როგორც ინდური, ასევე სამხრეთ აფრიკული შტამების მიმართ ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის. მკვლევრების თქმით, ვაქცინის მესამე დოზის მიღება ასევე შესაძლებელია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g