“ფაიზერით” ავიცერი, ნიახური ხომ არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე: გიორგი ფხაკაძე

303
giorgifxakadze2011-2020-11-18-11-27-50-565776

რა პერსპექტივები აქვს ვაქცინების კომბინირებას და როგორია ვაქცინების შერევის გამოცდილება მსოფლიოში? – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინების შერევის იდეა აცრის დროს, ადამიანური შეცდომის დაშვების შედეგად გაჩნდა.

“შერეული ვაქცინები დაიწყო შეცდომებით. იგივე ამერიკასა და ასევე, ევროპაში თავდაპირველი მონაცემები წამოვიდა ელემენტარუად, აცრის დროს შეეშალათ. ჩვენ ადამიანები ვართ, ყველას რაღაც ეშლება და ეს ნორმალური პროცესია. როდესაც შეცდომის იდენტიფიცირება მოხდა, იმ წუთშივე კვლევები ჩაატარეს და დაინახეს, რომ არავითარი პრობლემა არ არის. პირიქით, უფრო კარგიც არის ზოგ-ზოგიერთ შემთხვევაში. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით იყო კითხვები და ახლაც არის. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ევროპამ საერთოდ, შეწყვიტა ასტრაზენეკას შესყიდვა, ამერიკას არც არასდროს გამოუყენებია და ახლაც არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ. პირველი ნორვეგია იყო,რომელმაც თქვა, რომ ჩვენ გადავდივართ მთლიანად “ფაიზერზე”, იმ ადამიანებისთვის, ვინც აიცრნენ “ასტრაზენეკათი”, მეორე დოზა შემოთავაზებული იყო სწორდ ეს ვაქცინა, პრაქტიკულად მათ არ ჰქონდათ არჩევანი, მეორე დოზა უნდა გაეკეთებინათ “ფაიზერი”,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

როგორც ექსპერტმა “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, მეორე ვაქცინა სასურველია იყოს ის, რაც პირველი გაკეთდა ან უნდა იყოს უფრო ძლიერი ვაქცინა, როგორც მისივე თქმით, “ფაიზერი” ან “მოდერნაა”.

“ვაღიაროთ, მსოფლიოში 300-მდე ვაქცინა იყო თავიდან პროცესში, ძალიან ბევრი ვაქცინები შეწყდა განვითარების პროცესში. საბოლოო ჯამში, ახლა ჩვენთან საუკეთესო ვაქცინების კუთხით, პირველ ადგილზეა – “ფაიზერი”, მერე მოდის “მოდერნა” და მერე სხვა ვაქცინები. სამწუხაროდ, საქართველოში სხვა მოცემულობა გვაქვს, მაგრამ რეალობა ასეთია.

მეც პირადად “ფაიზერით” ავიცერი. მე მაქვს წვდომა ინფორმაციებზე სხვადასხვა ვაქცინების შესახებ, ბოლოს და ბოლოს, ნიახური ხომ არა ვარ, მეორეჯერ არ მოვალ დედამიწაზე. ჩემი თავი მიყვარს. ჩემს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და რა თქმა უნდა, როდესაც ვაქცინაციის გადაწყვეტილება მივიღე, ჩავთვალე, რომ ამ დროისათვის ეს არის ყველაზე საუკეთესო, უსაფრთხო ვაქცინა, რაც არის დედამიწაზე”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში “კვირის თემა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები