LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ნარდევანი–ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ105-კმ146 დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის  კმ94-კმ110 (ნარდევანი-ფარავანი) საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 10:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.