„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასა და საქართველოში მისი ანგარიშების გაყინვის საკითხს ეხმაურება და კითხვა აქვს, ვინ უნდა დაიცვას იგი ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან.
„ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? საქართველოს სახელმწიფო ქონება გაასხვისა, ან აჩუქა? ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმირებაზე, პირადად მას, ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა…
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას
„საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით.“
ახლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?
ვინ უნდა დააყენოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ეს საკითხი? – მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.