LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარცხალაძეს შესწირეთ წლობით ნალოლიავები სტრატეგიული ურთიერთობები და მერე წეროს სუსმა წერილები გადატრიალების მცდელობაზე – ასეთი რა იცის თქვენზე, რა ვალში ხართ, რით გაშინებთ“ – ხიდაშელი ხელისუფლებას 

198
თინა ხიდაშელი

„კიდევ ერთხელ ვკითხულობ ასეთი რა იცის თქვენზე ფარცხალაძემ, რა ვალში ხართ, რით გაშინებთ“,წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ა/ო „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი და აღნიშნულით ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ თანამდებობიდან გადადგნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები და საბჭოს წევრები.

facebook-ზე გამოთქმულ მოსაზრებაში თინა ხიდაშელი, ეროვნული ბანკის მრჩევლის, გიორგი ბაქრაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას აზიარებს და წერს:

„თქვენ სისულელე სისულელეზე აკეთეთ, საკუთარ სრულიად გაუგებარ პოლიტიკურ ამბიციებსა და ძალაუფლების შენარჩუნებას ანაცვალეთ ქვეყანაც, მისი უსაფრთხოებაც, ევროპული მომავალიც, ფარცხალაძეს შესწირეთ ათეული წლობით ნალოლიავები სტრატეგიული ურთიერთობები და მერე წეროს სუსმა წერილები გადატრიალების მცდელობაზე. კიდევ ერთხელ ვკითხულობ ასეთი რა იცის თქვენზე ფარცხალაძემ, რა ვალში ხართ, რით გაშინებთ“. – წერს თინა ხიდაშელი.

„უკვე ვთქვი და გავიმეორებ – მე არ მაინტერესებს სახელი და გვარი.. რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა“ – ნათია თურნავა

გურამ მაჭარაშვილი: „მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით.. ისე აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს“

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g