LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარდისგან შექმნილი ჩანთა და ცეცხლოვანი „ლუქი“ – 60 წლის ბრუკ შილდსის გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე

158
page

8 ივნისს ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში „ტონის დაჯილდოება“ გაიმართა. წითელი ხალიჩის განსაკუთრებული სტუმარი გახლდათ ბრუკ შილდსი, რომელმაც თავისი ალისფერი კაბით გარშემომყოფნი დაატყვევა. „საჰარას“ 60 წლის ვარსკვლავს სხეულზე მომდგარი, ასიმეტრიული ჭრილის კაბა ამშვენებდა.

განსაკუთრებული ყურადღება მისმა „კლატჩმა“ დაიმსახურა.

ჩანთაზე ვერცხლისფერი ასოებით ეწერა: “Radio City Music Hall” – საკულტო ადგილი, სადაც სწორედ ტონის დაჯილდოება ტარდება ხოლმე.

გამოცემა PEOPLE-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მსახიობმა გაამხილა, რომ ეს ჩანთა მისი ქმრის განსაკუთრებული საჩუქარია.

„როცა 10 წლის წინ, Radio City-ს გადახურვა განაახლეს, ძველი ფარდები ჩამოხსნეს და მათგან ჩანთები შექმნეს. და აი, დღეს სწორედ ეს ჩანთა მიჭირავს ხელში“, – განაცხადა ბრუკმა.

„შეხედეთ მის ფეხებს, სრულყოფილებაა“ – 59 წლის ბრუკ შილდსი საუცხოოდ გამოიყურება

როგორ გამოიყურება ახალ ფილმში „საჰარას“ ერთ დროს მშვენიერი პრინცი ლამბერ ვილსონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები