LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარისებრი ჯირკვლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური პრობლემები და პირიქით“ – რას ამბობს ექიმი, გუგა სიხარულიძე 

281
გუგა სიხარულიძე

„შეუძლია ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, როგორც არის ფარისებრის ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, თავისთავად გამოიწვიოს ფსიქიკური სიმპტომები“, – ამის შესახებ „გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის“ პოდკასტში ექიმმა, გუგა სიხარულიძემ ისაუბრა.

სპეციალისტის თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური პრობლემები და პირიქით, შესაძლოა პირველადი ფსიქიკური ჯანმრთელების პრობლემებმა გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურობაზე.

„შეუძლია ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, როგორც არის ფარისებრის ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, თავისთავად გამოიწვიოს ფსიქიკური სიმპტომები, ასევე პირველად ფსიქიკურ გარკვეულ პრობლემებს, შესაძლოა რომ მათი გავლენა მოხდეს ენდოკრინულ სისტემაზე და მათ შორის ფარისებრის ფუნქციონირება, ასევე არის მესამე, კიდევ უფრო კომპლექსური ბევრი მექანიზმის ერთობლიობა, როდესაც ორივე პრობლემა დამოუკიდებლად იყოს აღმოცენებული სრულიად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაავადების საწყის ეტაპზე არ იყოს, მაგრამ ერთმანეთზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდეს. ანუ ცალკე აღებული შფოთვითი აშლილობა, ცალკე აღებული ფარისებრის ჰიპოფუნქცია და ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან ურთიერთქმედებდეს“, – ამბობს გუგა სიხარულიძე.

magti 5g