LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარულ მასალასთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება დაიწყო

52

დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება 351-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

როგორც რამდენიმე წუთის წინ „მოდულის“ შენობაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, ჩატარდება ექსპერტიზის კვლევა, რათა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა. ამასთან, დაკითხავენ ყველა პირს, რომელიც გავრცელებულ საუბარში მონაწილეობს. გიორგობიანის თქმით, უწყება უკვე გაეგზავნათ აკაკი მინაშვილსა და ნუგზარ წიკლაურს, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებული.

„სუსი არ დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება,“ – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები