სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის სოჭში ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელი 15-20 წლით გაუხანგრძლივებს რუს სამხედროებს მთიან ყარაბაღში სამშვიდობო საქმიანობის მანდატს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
„გვინდა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მისია განაგრძონ. მზად ვარ, სოჭში ხელი მოვაწეროთ სამშვიდობოების მანდატის 10-15 ან 20 წლით გახანგრძლივების დოკუმენტს.
ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა წამოაყენოს. მე შემიძლია წამოვაყენო ეს წინადადება, მაგრამ რუსეთმა მას მხარი უნდა დაუჭიროს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ორშაბათს, 31 ოქტომბერს სოჭში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.