შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი Barilla მაკარონის ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი გახდა.
სიუჟეტის თანახმად, როჯერი წვეულებაზე მიდის, თუმცა იქაური ატმოსფერო ნაღვლიანია. შვეიცარიელი სიტუაციის გამოსწორებას გადაწყვეტს, მზარეულად გადაიცმევს და სტუმრებისთვის პასტას ამზადებს – ის შესანიშნავია და მთლიანად ცვლის შეკრებილთა განწყობას. მათ შორის მოთხილამურე შიფრინისას, რომელიც მეორე მოწვეული ვარსკვლავია.
Forbes-ის ინფორმაციით, თანამშრომლობის პერიოდში Barilla ფედერერს 40 მლნ დოლარს გადაუხდის.
https://www.youtube.com/watch?v=lubU3unI6E8