თქვენ წინაშეა Feel Book, რომელიც უსინათლოებს კითხვისას ვიზუალურ ინფორმაციას მიაწვდის. მისი კონცეფცია ხელოვნურ ინტელექტსა და ტაქტილურ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.
ჭკვიანი ამოცნობის სისტემების, აუდიო უკუკავშირით და რევოლუციური ტაქტილური ტექნოლოგიით, ტექსტები და სურათები ხელმისაწვდომი ხდება მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის.
მოწყობილობის დიზაინი მარტივია, ის პორტატიულია, შეხებით მარტივად აღიქმება და მთელ სამყაროს მომხმარებელთა თითებს ქვეშ აქცევს.
AI კამერის სისტემა კი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის მას. მოწყობილობა ფიზიკური წიგნის გვერდებს ასკანერებს, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ტექსტისა და სურათების რეალურ დროში ამოსაცნობად. ტექსტს მეტყველებად გარდაქმნის და მომხმარებელს მკაფიო აუდიო შინაარსს სთავაზობს, გადაფურცვლისას კი ყველაფერს ავტომატურად აკეთებს.