ფეიერვერკის ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად მეხიკოსთან ახლოს 29 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აფეთქება სან პაბლიტოს ბაზრობაზე მოხდა, რომელიც მეხიკოდან 32 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხანძრის გაჩენის შედეგად უამრავი მაშხალა და ფეიერვერკი ერთად აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მეხანძრეები. აფეთქების მიზეზი უცნობია.
დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც, მათ სხეულის 90%-ზე მეტი აქვთ დამწვარი.