LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” კრეატიული მომხმარებლებისთვის მილიარდ დოლარს დახარჯავენ

66
1

უმსხვილესი სოციალური ქსელი “ფეისბუქი”, 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავს, 1 მილიარდი დოლარი გაიღოს იმ პროგრამებისთვის, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები ქმნიან კრეატიულ კონტენტს მისი Facebook და Instagram ქსელებისთვის.

ამის შესახებ “ფეისბუქის” გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

როგორც ქსელის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, დამწყები და უკვე ცნობილი კრეატორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებას მიიღებენ იმ ინსტრუმენტების სერვისისთვის, რომელიც კონტენტის შექმნისთვის გამოიყენება.

“ინიციატივის ფარგლებში, წლის ბოლოსთვის იგეგმება ბონუს პროგრამების ამოქმედება, რომელიც კონტექნტის შემქმნელებს კონკრეტული ეტაპების განხორციელებისთვის შესაბამის თანხას გადაუხდის.

ორგანიზაცია აპირებს, მიმდინარე წლის ზაფხულში “ინსტაგრამზე”, ხოლო შემოდგომით “ფეისბუქში” წარადგინოს სპეციალურად ამ პროექტისთვის განკუთვნილი აპლიკაციები, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იმ ბონუსურ პროგრამებს, რომლებზე მუშაობაც მათ შეეძლებათ.” – წერს უცხოური მედიასაშუალებები კომპანიაზე დაყრდნობით.

როგორც ცნობილია, ბონუსური პროგრამები დამოკიდებული იქნება სეზონზე, დროთა განმავლობაში კი მათი პირობები და ხანგრძლივობა შესაძლოა შეიცვალოს. 

“ფეისბუქზე” პირველი ფულადი პრიზები ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო-რეკლამა In-Stream-ის მომხმარებლებისთვის, ასევე, „ვარსკვლავების დავალების“ შემსრულებლებისთვის და ვიდეოთამაშების შემქმნელებისთვის. პრიზები კი ყოველთვიურად, გარკვეული რაოდენობის ვარსკვლავების მიღების შემდეგ დაირიცხება.

რაც შეეხება ბონუსებს “ინსტაგრამზე”, ისინი დაერიცხებათ ავტორებს, რომლებიც Reels და IGTV რეკლამას იყენებენ. ეს ფუნქცია ვიდეოში გამოჩენილი რეკლამიდან წილის მიღებას ითვალისწინებს. ბონუსი ნახვების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები