LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელებით სავსე ავტობუსი ამოყირავდა: ლატვიელები ტრაგედიას გადაურჩნენ

51
Screenshot 2022-01-31 225027

საფეხბურთო კლუბი რფს (რიგის საფეხბურთო სკოლა) ავარიაში მოყვა და ავტობუსი გადაბრუნდა. ინციდენტი 29 იანვარს, ამხანაგური მატჩის შემდეგ მოხდა.

„შაბათ ღამეს, ჰელსინკიდან საკონტროლო თამაშიდან დაბრუნებისას, ავტობუსი ავარიაში მოყვა. რიგიდან დაახლოებით 40 კმ-ში ავტობუსი საპირისპირო მხარეს ავტომობილს შეეჯახა. ცუდი ამინდის გამო სიჩქარე მაღალი არ ყოფილა, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა, რის გამოც ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ერთმანეთის დახმარებით ყველა მოთამაშემ და პერსონალმა ავტობუსის ავარიული ლუკიდან გამოსვლა მოახერხა. ორ მოთამაეს და ერთ პერსონალს ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრი შოკში იყო.

ერთ მოთამაშეს ცხვირის ოპერაცია დასჭირდება. რამდენიმე წევრმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო, თუმცა ეს მათ კარიერას საფრთხეს არ უქმნის. ბევრი დაშავდა და კბილები დაიზიანა, მაგრამ ავარიის სერიოზულობიდან გამომდინარე, გუნდს ძალიან გაუმართლა.

კლუბი მადლობა უხდის სასწრაფო დახმარების სამსახურს, ასევე ყველა მძღოლს, ვინც გაჩერდა და დროულად გამოუძახა პოლიციასა და ექიმებს და აიყვანეს დაშავებული და გაყინული მგზავრები“ – ნათქვამია კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები