LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელია თუ ბრენდი: რონალდოს იუვესთვის პოპულარობა მოაქვს

48

კრიშტიანო რონალდომ “იუვენტუსს” ინსტაგრამზე 3.5 მილიონი ახალი ხელმომწერი მოუტანა.

კრიში – ადამიანი და მედიაბრენდი.

რონალდოს “იუვეში” გადასვლიდან ერთ თვეში სოცქსელებში ტურინული კლუბის ექაუნთების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.

ინსტაგრამს 3.5 მილიონი ხელმომწერი დაემატა, YouTube-ზე – 520 ათასი. ვიდეოარხის პოპულარობა 70%-ით გაიზარდა. “იუვეს” ტვიტერი 344 ათასი ახალი ხელმომწერით იწონებს თავს.

ლაიქების, კომენტარების და პოსტების საერთო რაოდენობა ბოლო ერთ თვეში 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის ანალოგიური მაჩვენებლების 45%-ს შეესაბამება.

რონალდო ტურინში მადრიდის “რეალიდან” 112 მილიონ ევროდ ამ ზაფხულს გადაბარგდა.

მან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წლიურად 30 მილიონს მიიღებს.

 

 

ამასობაში პორტუგალიელი ვარსკვლავი “იუვენტუსს” ბავშვობის დროინდელ სიყვარულში გამოუტყდა.
რონალდომ კლუბის ტელეარხს ინტერვიუ მისცა და დაიღვარა.

“აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ყველაფერი კარგად მიდის. ბედნიერი ვარ.
“იუვენტუსი” უდიდესი კლუბია და ბავშვობაში, როდესაც მის თამაშებს ვუყურებდი, ვოცნებობდი, ამ გუნდის მაისურით მეც მეთამაშა. “იუვენტუსი” იტალიაში საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”, – აღნიშნა რონალდომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები