LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელმა გულშემატკივრებს კუთხურის ალამი ესროლა და თამაში ჩაშალა (ვიდეო)

9

”მალმიოს” ფეხბურთელმა მატჩი ჩაშალა, როდესაც გულშემატკივარს კუთხურის ალამი გაუქანა.
ტობიას სანა წყობილებიდან გამოვიდა.

ინციდენტი შვედეთის ჩემპიონატის მატჩისას მოხდა, რომელშიც ”გეტებორგი” ”მალმიოს” ეთამაშებოდა. მასპინძელთა ფანებმა გასახურებლად გამოსულ ფეხბურთელს პეტარდა ფეხებთან დაუგდეს. ამით სანა ისე გაბრაზდა, რომ გულშემატკივრებს ალამი ესროლა. არბიტრმა გუნდები გასახდელში შეიყვანა, ნახევარ საათში კი გადაწყვიტა თამაში აღარ გაეგრძელებინა.

სანა 26 წლისაა და ორჯერ უთამაშია შვედეთის ნაკრებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები