LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, „ჰოლიდეი ინნში“ კახა კალაძეც მივიდა

50

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში”, იმ დარბაზში, სადაც ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფება. კალაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე დარბაზში იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. თუ რა მიზნით იმყოფებიან აღნიშნული პირები “ჰოლიდეი ინნში”, ჯერ უცნობია.

დარბაზი დახურულია და იქ მხოლოდ რამდენიმე პირი იმყოფება. დარბაზში შესვლის საშუალება ჯერ არ აქვს მედიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები